19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
ერაყის პრემიერის რეზიდენციას დრონით თავს დაესხნენ - არიან დაშავებულები

ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას დრონით თავდას დაესხნენ. მუსტაფა ალ-კადიმი უვნებელი გადარჩა, თუმცა, თავდასხმის შედეგად, პრემიერის პირადი დაცვის 7 წევრი დაშავდა.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღდადში საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაპირისპირება უსაფრთხოებისა და პრო-ირანულ შიიტურ ძალებს შორის წარმოიშვა. პრო-ირანულმა შიიტურმა ძალებმა არჩევნების შედეგად პარლამენტში ძალაუფლება დაკარგეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები