19 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
ერევანში 22 ადამიანი პიცით მოიწამლა - 6-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

122 ადამიანი მოიწამლა ერევანში, პიცერიის ქსელ "ტაშირ პიცას" ფილიალებში მიღებული საკვებით. მათ ნაწლავური ინფექციის სიმპტომები აღენიშნებათ. მოწამლულთა ნაწილი მკურნალობას საავადმყოფოში გადის, სადაც, ამ დრომდე, 88 ადამიანი რჩება, მათგან 6-ის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა.

ჰოსპიტალიზებულთა ნაწილი არასრულწლოვანია. ამ დროისთვის, პიცერიის ქსელი დახურულია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები