16 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინა

პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინა.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი, კვირის მეორე ნახევარში კი ბიუჯეტის სწორედ ამ ვერსიას განიხილავენ.

"ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია პარასკევს საღამოს მივიღეთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არის შეტანილი. უპირველეს ყოვლისა, ხარჯები არის გაზრდილი 395 მილიონით კორექტირებულ ვერსიაში და ასიგნებები აღწევს 18,840 მილიონს.

მაკროეკონომიკურ ნაწილში ის, რომ წლევანდელი წლის პროგნოზი არის გაზრდილი 9,5%- დან ეკონომიკის ზრდის 10%- მდე, ამან მოგვცა საშუალება, რომ მომდევნო წელსაც დამატებითი რესურსი მიგვეღო. 175 მილიონი ლარი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ხელფასები გაიზარდოს საჯარო სექტორში,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები