16 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იყო ყველაზე უარესი სცენარი, რაც კი შეგვეძლო განგვეხილა - ზაალ უდუმაშვილი

თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია იწყება - ბოლო 1 საათის განმავლობაში ენმ-ის ლიდერებს შორის დაბნეულობა იყო, რადგან ოპოზიციონერებმა არ იცოდნენ, სად გადაიყვანეს რუსთავის დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა გლდანის დაწესებულების შესახებ, მათ აქვთ ცალსახა პოზიცია, რომ ეს მიუღებელია. 

"ეს იყო ყველაზე  უარესი სცენარი, რაც კი შეგვეძლო განგვეხილა - გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების პირველი დღიდან, თითოეული ჩვენგანი და არამხოლოდ ჩვენ, უფლებადამცველები, ადვოკატები, მათ შორის ექიმები ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა არ შეიძლება ორი მოსაზრებით - პირველი ეს არის მისი ჯანმრთელობა იქ ვერ იქნება დაცული იმიტომ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნიკით და მეორე - ეს არის მისი სიცოცხლის უსაფრთხოება,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მის აზრს იზიარებს "სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე. ის მიიჩნევს, რომ გლდანის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ კრიტერიუმს როგორც ტექნოლოგიურად, ისე - პროფესიონალების თვალსაზრისით.

დღის ამბები