16 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ენმ ხედავს, რო დემოკრატიული გზით ვერ იბრუნებენ ძალაუფლებას, ამიტომ ერთადერთი გზა მათთვის არის არაკონსტიტუციური გზა" - შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას აფასებენ უმრავლესობის წევრები, მათი განცხადებით"ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ყველა ბერკეტს, რათა არადემოკრატიული გზით მოიპოვოს ძალაუფლება, რასაც სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ადეკვატური რეაგირება

"რასაკვირველია, პოლიტიკური პოზიციები განსხვავდება. განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა აქციაზე შეიძლება იყოს გამოტანილი, განხილული, ლოზუნგად წარმოშობილი, მაგრამ რომელ მხარესაც არ უნდა უჭერდეს მხარს ეს აქცია, ოპონენტებს, მთავრობას, იყოს დამოუკიდებელი, იქ გადაცდომა იქნება სწრაფად რეაგირებული სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. 

"ეს არის მცდელობა, რომ როგორმე არიონ სიტუაცია. ამას ვხედავთ, არ არის პირველი შემთხვევა, მთელი "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლიდან მოყოლებული სადაც კი ხედავს შესაძლებლობას, როგორმე არიოს სიტუაცია აკეთებს ამას, კიდევ ერთხელ, ისინი ხედავენ, რომ კონსტიტუციური, დემოკრატიული გზით ვერ იბრუნებენ ძალაუფლებას, ამიტომ ერთადერთი მათი არის არაკონსტიტუციური არადემოკრატიული გზა,"- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები