16 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"სააკაშვილის განცხადებით, მან იცოდა, რომ ის გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში" - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 18-ე დაწესებულებიდან გამოვიდა, ის მიხეილ სააკაშვილთან იყო შეხვედრაზე. 

"მისი განცხადებით შედგა კონსილიუმი და მან იცოდა, რომ ის გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. შესაბამისად, ის თავისი ნებით დათანხმდა, ამბობს, რომ მას ზეპირად უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავით და იქ რაიმე სახის დოკუმენტი არ არსებობს სააკაშვილის 18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც გლდანის ციხის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს, არ უნდოდა გადმოსვლა მანქანიდან და ძალით შეიყვანეს 18-ე დაწესებულებაში.

უარი თქვა ექიმის გასინჯვაზე, ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ სხეულზე აქვს დაზიანებები. ვიზუალურად კი არაფერ ეტყობოდა.

ტომოგრაფიის აპარატი, ჯერჯერობით, დგას დერეფანში და ამბობენ, რომ ეს მალე დამონტაჟდება. მთელი დღის მანძილზე ის უარს აცხადებდა მედიკამენტებზე და საკვებზე. 

პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის, ვადასტურებ, გარეთ ისმის და მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მასაც ესმოდა ეს ხმაური და შეძახილები. 

ის ამბობს, რომ 18-ე დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებას რაც შეეხება, ყველაფერი დავათვალიერე და ადგილზე არის გარკვეული აპარატურა. ადგილზე ახლა არ არის მრტ-ს აპარატი და კათეტერის აპარატი," - აცხადებს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები