16 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები  იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც.  შეკრებილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.  

ისინი პროტესტის ნიშნად, დღეს დილიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით მსვლელობით გაემართნენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მათი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები