ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ჰოსპიტალიზება - პოლიტიკური შეფასების მთავარი თემაა.
ოპოზიციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანით, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მეტად დაიძაბა. მათ არ მოსწონთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, ამის არგუმენტად კი ასახელებენ ინფორმაცია, რომ მას საკანში პატიმართა ხმები და შეძახილები ესმოდა.
"ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, არც ერთი მხარის ბოლომდე დამარცხება და ბოლომდე გამარჯვება არ გვაწყობს. არც ის არის კარგი არავისთვის, რომ აქედან "ქართული ოცნება" გამოვიდეს ტრიუმფით და არც ის, რომ ამ ყველაფრის შედეგად მათ ხელისუფლება დაკარგონ და "ნაცები" მოვიდნენ ერთპიროვნულად. შესაბამისად, ყველა ჩვენი ნორმალური ადამიანის მიზანი ახლა უნდა იყოს ტემპერატურის დეესკალაცია, რომ სხვა ტიპის ქაოსში არ აღმოვჩნდეთ,"- აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
ოპოზიციის მტკიცების მიუხედავად, მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება ციხის სამკურნალო დაწესებულებაში,კანონის შესაბამისად იქნება დაცული.
მმართველ გუნდში ასევე აქციასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს, განვითარებული მოვლენებით ისარგებლონ.