16 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პრევენციული მოტივების გამო მოხდა-მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "დღის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის 18-ე დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრობს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს. 

"სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პრევენციული მოტივების გამო მოხდა, იმიტომ, რომ იქ თუ უცებ გახდა საჭირო რეანიმაციული ღონისძიებები, ეს განხორციელდეს. ეს ყველა რესურსი იქ ნამდვილად არის მობილიზებული - მედიკამენტები, ადამიანური რესურსი და აპარატურა,"- აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები