16 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მყოფ აშშ-ის ხომალდ "მაუნთ უიტნიზე" ოფიციალური მიღება გაიმართა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდ "მაუნთ უიტნიზე" ოფიციალური მიღება გაიმართა.

ხომალდზე გამართულ მიღებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. სტუმრებს ხომალდის მეთაურმა და შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უმასპინძლეს. ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები.

გემის ეკიპაჟმა სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური გამართა. ხომალდები ბათუმის ნავსადგურს 10 ნოემბერს დატოვებენ.

დღის ამბები