20 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"სიმტკიცით, გამძლეობით და მშვიდობიანი მანიფესტაციებით მივაღწევთ მიზნებს" - იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთანაც გაიმართა.  ადგილზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები. მათი განცხადებით, სურთ, რომ იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პირადად არის პასუხისმგებელი. 

"პატიმრის ნებისმიერ გადაადგილებაზე, გადაყვანაზე და მის პირობებზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო და უფრო კონკრეტულად ამ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრი. ეს არის სამინისტრო, რომელიც ახლა, ამ წუთებშიც უხეშად არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს.

ჩვენი სიმტკიცით, გამძლეობით და მშვიდობიანი მანიფესტაციებით აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზნებს, რაც აქვს საპროტესტო ტალღას," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, დავით კირკიტაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქცია ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა. იყო მცირე ინციდენტი, ერთმანეთს სიტყვიერად ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი თეიმურ კუპრავა დაუპირისპირდნენ

დღის ამბები