ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დღეს საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან "ნაციონალური მოძრობის" მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვის პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედეგები შეაჯამა, შემაჯამებელი ოქმები ხელმოწერილია.
შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 258 776 ამომრჩევლის ხმა, 55.60% მიიღო. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში სულ 480 302 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები შედეგები.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 494 676 შეადგინა. თბილისის საკრებულოში მანდატები კი ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -13 მანდატი, „ლელო“ – 2, „გახარია - საქართველოსთვის“- 4, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 19, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 1 მანდატი.
მეორე ტურის შედეგები, ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.