19 მაისი 2024,   05:38
ვრცლად
პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, მიგრანტებითან შეტაკების დროს რამდენიმე პოლონელი პოლიციელი დაშავდა

7 პოლონელი პოლიციელი დაშავდა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე, მიგრანტებითან შეტაკების დროს.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მიგრანტთა ჯგუფმა "კუზნიცა-ბრუზგის"გამშვები პუნქტის არეალში, საზღვრის ძალადობრივად გარღვევა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ პოლონეთის მხარეს სამხედროებს ქვები დაუშინეს. მიგრანტების ნაკადი წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზით შეაჩერეს.

მიგრანტთა კრიზისის წახალისებაში ევროკავშირი, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადანაშაულებს.

დღის ამბები