19 მაისი 2024,   05:40
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო 1 კვირაში, 6%-ით გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 1 კვირაში 6%-ით გაიზარდა - ჯანმოს ინფორმაციით, ერთ კვირაში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევებმა ყველაზე მეტად ევროპაში მოიმატა.

რთული ეპიდემილოგიური ვითარების გამო სახელმწიფოები რეგულაციებს ამკაცრებენ. მათ შორისაა გერმანია. ბერლინში არავაქცინირებული პირები ვეღარ შევლენ რესტორნებში, კინოთეატრებსა და მუზეუმებში.

ირლანდია მოქალაქეებს სთხოვს დისტანციურ რეჟიმში იმუშაონ. ენტონი ფაუჩის განცხადებით კი შეერთებულ შტატებში, შესაძლოა, კორონავირუსის მართვა გაზაფხულისთვის გახდეს შესაძლებელი, იმ შემთხვევაში, თუ ბუსტერ დოზა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, Pfizer-ი სხვა მწარმოებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს.

დღის ამბები