16 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეებისგან ინფორმაციას დღეს ელოდება 

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს, სავარაუდოდ, დღეს, საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ განიხილავს. დღევანდელი დღე არის ბოლო თარიღი, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ელოდება ინფორმაციას მხარეებისგან.

მოლოდინებთან დაკავშირებით დილიდან კეთდება შეფასებები. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს არ ელოდებიან. 

"24-თან დაკავშირებით არ უნდა შევიქმნათ განსაკუთრებული მოლოდინი, იმიტომ რომ 24 განსაზღვრული იყო თარიღად, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვასთან დაკავშირებით, როდესაც მხარეებს უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია. ამ თვალსაზრისით, 24 რიცხვს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ აქვს, მხარეები ბუნებრივია მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა მოვლენები განვითარდა 10 ნოემბრის შემდეგ,“ - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

განცხადება ამავე თემაზე გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. 

"პირველი, ვინც ეს გააკეთა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით განსაზღვრული ვექტორების შესაბამისად, ვითარება ნორმალურ კალაპოტში ჩამდგარიყო, ეს იყო სწორედ ხელისუფლება. საუბარი იმაზე, რომ სტრასბურგში აუცილებლად 24-ში უნდა შედგეს ეს 50 დღიანი შიმშილობის პერიოდი შეფასდეს, ეს არ არის სწორი,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები