16 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
 მისი ეს ინიციატივა უკვე დაძრულ მატარებელთან დაწევაა, მაგრამ, არაუშავს - ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძის ინიციატივაზე

"ქართულ ოცნებაში" "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა კრიტიკული შეფასებების საფუძველი გახდა. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ 3 ინიციატივიდან 2-ზე მმართველი გუნდი უკვე მუშაობს. 

"დააგვიანა ბატონმა მამუკა ხაზარაძემ. რაც პოლიტიკაში შემოვიდა, იმ ერთ წელში რომ უფრო ჩაღრმავებოდა პოლიტიკას და საპარლამენტო ცხოვრებას, დაინახავდა, რომ სულ მცირე, ის ორი ამოცანა, რომელიც მან დასახა, მათ შორის, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან წარმატებულად ხორციელდება. მისი ეს ინიციატივა უკვე დაძრულ მატარებელთან დაწევაა და კარგია, მაინც, არაუშავს,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 3 ინიციატივას ასახელებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები