გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილითან გიული ალასანია იმყოფებოდა. მან შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სტაბილურია და მას საკმაო რაოდენობით წონის კლება აქვს.
ასევე, გიული ალასანიამ თავისი საზოგადოებას გზავნილი გააცნო და აღნიშნა, რომ ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
"დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი აღარ არის, უჭირს სიარული. ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავათავისუფლოთ. სხვა გამოსავალი არ არის. მე გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე, რომ თურმე მიშას 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიცია. ვინმეს გაუგია, რომ გმირის გმირობა რაიმე მოძრაობას აზიანებდეს? საჭიროა მთელი საზოგადოების დაუყოვნებლივი აქტიურობა,"- განაცხადა გიული ალასანიამ.
ექსპრეზიდენტთან სანახავად იყო შესული ასევე, უკრაინელი ადვოკატი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არსებული მდგომარეობით გაუჭირდება სასამართლო სხდომებზე საკუთარი პოზიციების დაცვა.