16 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
მივესალმები მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტას, ჩვენ არასდროს შეგვითავაზებია მისთვის შიმშილობის დაწყება - მაიკლ გალერი

"ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს. ევროპარლამენტარებთან განხილვის მთავარი თემები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყო.

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ექსპრეზიდენტის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას მიესალმა და განმარტავს, რომ მათ არასოდეს შეუთავაზებიათ სააკაშვილისთვის შიმშილობის დაწყება:

"ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე. მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. შევიტყვე, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა და მკურნალობს, რასაც მივესალმები. ჩვენ არასდროს შეგვითავაზებია მისთვის შიმშილობის დაწყება. თუმცა ზოგადი პოლიტიკური პოლარიზაცია, რა თქმა უნდა, გრძელდება, რაც სამწუხაროა ქვეყნისთვის მოცემულ ვითარებაში. ჩვენ ყოვწლთვის მოვუწოდებთ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს გამონახონ საერთო ენა. ერთი საკითხია საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მეორე საკითხია მოსამართლეთა შერჩევა და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოვუწოდოთ ყველა ჩაერთოს ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში.

ევროკავშირთან ასოცირებისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელება არის ფართო დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს. რა თქმა უნდა, გვინახავს შეფერხებები. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირისგან უზარმაზარი მცდელობა დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში. ჩვენ მივმართავთ, არამარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას რომ ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი,"- აცხადებს ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრი, დეპუტატი გერმანიიდან მაიკლ გალერი.

დღის ამბები