პარლამენტში ხვალ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 25 ნოემბრის სხდომაზე, გენადი მაკარიძეს და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენს. 26 ნოემბერს კი, ნინო სანოძეს და თეა ძიმისტარაშვილს მოუსმენენ.
პარტია "საქართველოსთვის" იუსტიციის საბჭოს რეფორმამდე გასაუბრების პროცესის შეჩერებას ითხოვს, რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება.
პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილის თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია შესაბამისი ძირეული რეფორმების გატარება.
"სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია შესაბამისი ძირეული რეფორმების გატარება. რა თქმა უნდა პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამისი მთავარი შედეგი უნდა იყოს, გავლენის ჯგუფების აღმოფხვრა და საბჭოში კონცენტრირებული ძალაუფლების, დაბალანსება და დეკონცეტრაცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ ორგანიზაცია "ოცნებას", დროულად დაიწყოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა და ასევე დაიწყოს გამჭირვალე სამუშაო პროცესი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმისათვის,"- განმარტავს მიხეილ დუაშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეს განმარტებით, მოსამართლეების არასაკმარისი რაოდენობა მართლმსაჯულების ხარისხს პრობლემას შეუქმნის.
"მე სიმართლე გითხრათ, არა სამთავროების პროცესის კარგად არ მესმის, საიდან უნდა დაიწყოს გაჯანსაღების პროცესი, როდესაც უზენაეს სასამართლოში ჩათვლილია კანონის მიხედვით და ყველას კონსესუსი აქვს პრაქტიკულად იმის გამო, რომ საჭიროა არსებობდეს კონკრეტული რაოდენობის მოსამართლეები. თუ ეს არ არსებობს, ეს უქმნის პრობლემას მართლმსაჯულების ხარისხს. შესაბამისად თუ კი ჩვენ ამას არ შევავსებთ, ამ ვალდებულებას ფუნქციურად არ იქნება ამ შემთხვევაში ჩართული პარლამენტი. მე არ მესმის, რატომ უნდა დაიწყოს სხვა მიმართულებიდან, რაღაც პროცესების გაჯანსაღებაზე საუბარი და რატომ არ შეიძლება ეს თანამდებობა იქნას მისაღები,"- განმარტავს მიხეილ სარჯველაძე.