16 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონი - რა გამოხმაურება მოჰყვა "ლელოს" ინიციატივას

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება, თავისუფალი ვაჭრობა და ლუსტრაციის კანონი - ეს "ლელოს" ახალი ინიციატივაა. მამუკა ხაზარაძე მხარეებს მრგვალ მაგიდაზე იწვევს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ეგზისტენციური საფრთხიდან გამოყვანის გზებია.

თუმცა მმართველი პარტია თვლის, რომ სამიდან ორზე მუშაობა მას უკვე დაწყებული აქვს. ხაზარაძის ინიციატივას ხელისუფლება დაძრულ მატარებელთან დაწევის მცდელობას უწოდებს.

განსხვავებულია სხვა პოლიტიკური სუბიექტების კომენტარები, რომლებიც მზად არიან ინიციატივის განხილვის პროცესში ჩაერთონ.

"ლელო" თვლის, რომ ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება ახლა საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს.

დღის ამბები