16 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
არის თუ არა სააკაშვილის გათავისუფლება საერთო ოპოზიციური ინტერესი - "ოცნება" "ნაცმოძრაობაში" არსებულ კრიზისსა შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს

არის თუ არა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება საერთო ოპოზიციური ინტერესი - როგორც ჩანს, ის რაც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოთხოვნაა, პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგში არ დგას. ყოფილ სახელისუფლებო ძალასთან კოალიციაში მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას დღეს მხოლოდ მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები ითხოვენ. ფიქრობენ, რომ ეს გახდა იმ ინიციატივის მიზეზიც, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გათავისუფლებისთვის წამოაყენა.

რიგგარეშე არჩევნები რომ საერთო მიზანია, ეს დღეს კოლეგებს "ნაციონალური მოძრაობიდან" შეახსენეს. მიუთითეს იმაზეც, რომ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამის გამო ჩამოვიდა.

პროცესში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე საუბრობს თაკო ჩარკვიანიც, რომელმაც ჯერ ექსპრეზიდენტის ქვეყანაში დასაბრუნებლად მხარდამჭერთა ჯგუფი შექმნა, ახლა კი მის ციხიდან გამოსვლას ელოდება. ჯერ ვერ აკონკრეტებს, თუმცა განმარტავს, რატომ არ აიღო ორგანიზაციული პასუხისგებლობა სააკაშვილის თანაგუნდელების საპროტესტო მოძრაობაზე.

ზაზა ბიბილაშვილი კი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შემდეგ სამოქალაქო სექტორში საქმიანობს, ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს დღეს სააკაშვილის ელექტორატი სააკაშვილის გარეშე სურს, რასაც, მისი აზრით, ოპოზიცია ჩიხში შეჰყავს

ოპონენტების განცხადებები მმართველი პარტიისთვის იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიცია საკუთარ მიზნებსა და სტრატეგიაზე ვერ ყალიბდება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, რასაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. სახელისუფლო გუნდი პარტიის შიდა ჯგუფების დაპირისპირებაზე საუბრობს და თვლის, რომ ოპოზიციის მიზანი პროცესების რადიკალიზაციაა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით საინიციატივო ჯგუფის იდეა თავად ექსპრეზიდენტს ეკუთვნის. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უახლოეს დღეებში შეიქმნება.

დღის ამბები