თბილისის მერმა კახა კალაძემ გუნდის მომავალი შემადგენლობა წარადგინა. მეორე ვადით არჩეულ მერს
სამსახურების ხელმძღვანელები არ შეუცვლია, თუმცა ცვლილებებია დედაქალაქის განვითარების სტრატეგიაში. ინფრასტრუქტურული პროექტები, უსახლკაროთა პრობლემები, ავარიული სახლების ჩანაცვლება და ახალი მწვანე სივრცეები - კახა კალაძემ მომავალი 4 წლის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის ახალი მთავრობის ყველა წევრი მის იმედებს გაამართლებს.
თბილისის მთავრობის შემადგენლობა მომავალ კვირას დამტკიცდება.