გენერალური მდივნის და საქართველოს პრემიერის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ში დაწერა ნატოს პრეს სპიკერმა. ოფიციალურ ტექსტში აღნიშნულია, რომ იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა და საქართველოს პროგრესი რეფორმების მიმართულებით.
"ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერთან შეხვედრაზე გაიმეორა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ" - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
შეხვედრის შესახებ ასევე twitter-ში დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აუდიენციას პროდუქტიული უწოდა და აღნიშნა, რომ დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნატოს მტკიცე და გაბედული მხარდაჭერა გადამწყვეტია.
"როგორც ბრძოლაში გამოცდილი პარტნიორი, ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც გამოიწვევს საბოლოო წევრობას." - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.