16 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ანგარიში 2021 - რა საკითხები მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილის წლის შეჯამებაში

პრემიერი დღეს წლიური ანგარიშით წარსდგა. რა ნაბიჯები გადაიდგა მისი პრემიერ მინისტრობის პერიოდში, რა გაკეთდა და რა იგეგმება - ირაკლი ღარიბაშვილმა 50 წუთიანი სიტყვა მადლობით დაიწყო. ისაუბრა იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც მას ქვეყანაში დახვდა, აქცენტი გაკეთდა პანდემიასა და პოლარიზებულ ვითარებაზე.

ეკონომიკის გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და არჩევნები - მთავარი თემები იყო. გაჟღერდა ინიციატივები და მომდევნო 10 წლის გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები.

ირაკლი ღარიბაშვილი წლის შემაჯამებელ ანგარიშს დიპლომატებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებს აცნობდა. პრემიერმა გამოსვლის ბოლოს განსაკუთრებული მადლობა - საზოგადოებას ნდობისთვის, პოლიციას, ჯარს და ექიმებს კი გაწეული სამსახურისთვის გადაუხადა.

დღის ამბები