20 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ნუცუბიძის პლატოზე ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ერთი პირი დაჭრეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. 

შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. 

შემთხვევის პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც "რუსთავი2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები