16 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან 12 კარავია გაშლილი სადაც პროტესტს შიმშილობით დაახლოებით 200-მდე პირი გამოხატავს

შიმშილობის მეორე დღე - პროტესტის უკიდურეს ფორმას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ეზოში გაშლილ კარვებში პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი მიმართავს. მიზანი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა.

ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან უკვე 12 კარავია გაშლილი სადაც დაახლოებით 200-მდე პირი შიმშილობს. პარტიაში აანონსებენ, რომ შიმშილობის აქტს კიდევ ათეულობით ადამიანი შეუერთდება, თუმცა, როგორც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი ამბობს, იმ 9 დეპუტატს, რომელიც პროტესტის ნიშნად მცირე პერიოდის წინ უკვე შიმშილობდა ექიმებმა ამ ეტაპზე , შიმშილობის განახლების რეკომენდაცია არ მისცეს.

როგორც პარტიაში ამბობენ შიმშილობის აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, შიმშილობა ეს პროტესტის ისეთი ფორმაა, რომლის შეზღუდვასაც ვერავინ შეძლებს. 

დღის ამბები