16 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეროვნული შერიგების პროცესში აქტიურად ჩაერთვება - სალომე ზურაბიშვილი ლონდა თოლორაიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ისევ მუშაობს ეროვნული შერიგების იდეაზე, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს მართავს, როგორც პოლიტიკოსებთან ასევე ისეთი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან, როგორიცაა სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორი. პრეზიდენტი გუშინ შეხვდა სახალხო დამცველს, დღეს კი მან სახელმწიფო ინსპექტორი მიიღო. ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეროვნული შერიგების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

"ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობაზე, როლზე ქვეყნის განვითარებაში, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, ამ პროცესში რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა, როლი და მათთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულება. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე დგას, მათ შორის უწყებებთან კოორდინაციის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქნება აქტიურად ჩართული," - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დღესვე ორბელიანების სასახლეში ელოდებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც მათ შორის "ლელოს", "ევროპული საქართველოს" და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს.

დღის ამბები