16 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
2021 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში - როგორი შედეგებით ასრულებენ წელს ოპოზიცია და მმართველი გუნდი

წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლა იქცა. 11 იანვარს, მესამედ მოგებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პოლიტიკურ ცხოვრებას ვრცელი წერილით გამოემშვიდობა.

ერთი თვის შემდეგ "ქართული ოცნება" და თანამდბეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც დატოვა.

კიდევე ერთი გადადგომა მმართველი პარტიის რიგებში საკანონმდებლო ორგანოსაც შეეხო. არჩილ თაკალვაძემ სპიკერის პოსტი დატოვა, თუმცა სხვებისგან განსხვავებით ის შორს არ წასულა და ვიცე-სპიკერის სავარძელში გადაინაცვლა. 

მხოლდო 9 თვით, წლის ბოლოს ქვეყანას ისევ ახალი პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგინეს, კახა კუჭავა ამჯერად შალვა პაპუაშვილმა შეცვალა.

2021 წლის დეკემბერში ერთ-ერთი ბოლო სამთავრობო ცვლილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა აღმოჩნდა. ეკატერინე ტიკარაძემ 3 წლიანი საქმიანობის შემდეგ განმარტა, რომ თანამდებობიდან მიდის მაგრამ პარტიაში რჩება.

წასვლების პარალელურად, 2021 წელს "ოცნებაში" დიდი დაბრუნებაც მოხდა. 22 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ დაინიშნა. წლის დასაწყისში ჩატარდა პარტიის ყრილობაც, სადაც პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

პოლიტიკური გადაჯგუფების შემდეგ, 2021 წელს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნება გახდა. პირველი ოპოზიციური დეპუტაცია საკანონმდებლო ორგანოში წლის დასაწისშივე - 5 იანვარს გამოჩნდა. "პატრიოტთა ალიანსიის" სიის რიგით მეორე ოთხეულმა პარტია დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში "ევროპელი სოციალისტების" სახელით შევიდა. მალევე, ლეიბორისტებში შეკრებილ ოპოზიციურ ერთობას "მოქალაქეები" და "გირჩიც" გამოეყო.

პოლიტიკური კრიზისიის დასასრულებლად ქვეყანას დასავლელი პარტნიორების ჩართულობით მედიაციის რამდენიმე რაუნდი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ორი ვიზიტი და ევროკავშირის წარმომადგენლობაში გატარებული ათეულობით საათი დასჭირდა.

19 აპრილს ხელისუფლებამ და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შეთანმხება შეძლეს. მიშელის სახელით ცნობილი კომპრომისული დოკუმენტი ოფიციალურად პრეზიდენტის სასახლეში გაფორმდა და მას ხელი "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ყველა აქტორმა მოაწერა.

ერთი თვის შემდეგ საკანონმდებლო პროცესს მიღმა დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად კვლავ პარლამენტს ირჩევს, თუმცა მიშელის დოკუმენტს პრინციპულად არ უერთდება. ნაცმოძრაობის დეპუტაციის პარლამენტში შესვლას მალევე "ქართული ოცნების" მიშელის დოკუმენტიდან გასვლა მოყვა. მმართველმა ძალამ ვალდებულებების საკანონმდებლო იმპლემენტაცია დააანონსა, შეთანხმების ანულირების მიზეზად კი, ოპოზიციური პარტიის წინაააღმდეგობრივი ქმედება დაასახელა.

ოცნების მხრიდან შეთანხმების ანულირება, მისი ხელმოწერის წინაპირობად იქცა "ნაციონალური მოძრაობისთვის". პარტია, რომელიც დოკუმენტის პირობებს მიუღებლად მიიჩნევდა, მის დეკლარირებულ მონაწილედ, ბათილად გამოცხადებიდან 1 თვის შემდეგ იქცა.

მიმდინარე წელს არც დაკავებებისა და ხმაურის გარეშე ჩაუვლია. სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფის გამო 16 თებერვალს პარლამენტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მოუწია. ერთ დღეში კი საქალაქო სასამართლომ ნაცმოძრაობის თავმჯდომარის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკა მელია მიშელის დოკუმენტის საფუძველზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუასთან ერთად მალევე შეიწყალა.

საქართველოში ყველასთვის მოულოდნელად რძის ნაწარმის კონტეინერით, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა. ექსპრეზიდენტმა თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, რამდენიმე ვიდეოს გავრცელება მოასწრო, თუმცა მას მალე სანზონაში კონსპირაციულ ბინაში მიაგნეს.

რუსთავის ციხეში ექს-პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. საკაშვილს მალევე სოლიდარობა რამდენიმე დეპუტატმა გამოუცხადა. სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ კი, პროტესტის უკიდურესი ფორმა მასთან ერთად მოშიმშილე დეპუტატებმაც შეწყვიტეს.

8 წლიანის ემიგრაციის შემდეგ, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე პირველად წარსდგა. მან სასამართლოს წინაშე ყველა ბრალთან შემხებლობა უარყო. ყოფილი პრეზიდენტის საქმეების განხილვა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

2 ოქტომბერს, არჩევნებზე, მიხეილ სააკაშვილს, საკუთარი პარტიის გულშემატკივრობა რუსთავის ნომერ მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მოუწია.

ქვეყანამ წელს ახალი თვითმმართველი ორგანოები აირჩია. 47 პროცენტი "ქართული ოცნება", 32 "ნაციონალური მოძრაობა" - არჩევნების პირველ ტურში ოცნებამ, ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმის პროცენტულ მაჩვენებელს 4 პუნქტით გადააჭარბა. 64-დან 44 თვითმმართველ ქალაქში მერი პირველივე ტურში აირჩიეს.

არჩევნების მეორე ტურამდე იყო აქციებიც. თავისუფლების მოედანზე წლის ორი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ცენტრალურ გამზირზე ნაცმოძრაობა სააკაშვილის განთვისუფლების, "ქართული ოცნება" კი საარჩევნო მხარდაჭერის მობილიზების მიზნით შეიკრიბა.

30 ოქტომბერს თბილისმა მერად კახა კალაძე მეორე ვადით აირჩია. "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს კიდევ 18 ოლქში. ქალაქი, სადაც ნაცმოძრაობამ წარმატების მიღწევა შეძლო, წალენჯიხაა. იქ ერთადერთი ოპოზიციონერი მერია.

განსხვავებით მერებისგან, სიტუაცია უფრო მრავალფეროვანია საკრებულოებში. რვა თვითმმართველ ერთეულში ოპოზიცია ჯამურად უმრავლეს მანდატს იკავებს. შესაბამისად, წლის განმავლობაში უკვე ვიხილეთ არაერთი დაპირისპირება, ხმაური და ამ დრომდე ვაკანტური საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

წლის ბოლო მოწოდება და პოლიტიკური შეთანხმების ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, რაზე სასაუბროდაც ახალი წლის დადგიომამდე ათონელის სასახლეში პოლიტკურ პარტიებთან კონსულტაციებიც დაიწყო

რა იქნება პანდემიის გარდა 2022 წლის მთავარი გამოწვევა ქვეყანაში?- პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მომავალი პოლიტიკური წელი აქტიური იქნება.

დღის ამბები