26 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
ნიუ იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპი და მისი 2 შვილი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარა

ნიუ იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპი და მისი 2 შვილი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარა. ისინი სასამართლოში ჩვენებას ოჯახის ბიზნესის გამოძიების ფარგლებში მისცემენ.

პროკურორი ტრამპებისგან იმ საბუთების წარდგენას ითხოვს, რომლებიც ტრამპისა და მისი კომპანიის მიერ კუთვნილი ან კონტროლირებადი უძრავი ქონების შეფასებას ეხება.

პროკურატურა ეჭვობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი კომპანია სესხების უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად მანიპულაციას ახორციელებდნენ.

დღის ამბები