28 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
ჟირინოვსკი მედიკამენტურ კომაში შეიყვანეს და აპარატზე შეაერთეს - რუსული მედია

ვლადიმირ ჟირინოვსკი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. მექანიკურ ვენტილაციაზე სრული გადასასვლელად ექიმებმა ის წამლისმიერ კომაში შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეგრამ-არხი Mash ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჟირინოვსკის  ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა ხნის წინ  გაუარესდა. რუსი პოლიტიკოსი საავადმყოფოში 2 თებერვალს კოვიდგართულებების გამო მოხვდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უარყოფენ ჟირინოვსკის პარტიაში. როგორც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ოფისში აცხადებენ, ვლადიმირ ჟირინოვსკის მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები