19 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
შეცდომა სანქციების "შავ სიაში" - რუსეთმა ჯო ბაიდენის ნაცვლად სანქციები მის გარდაცვლილ მამას დაუწესა?!

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გამო მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილის, თეთრი სახლის პრესმდივანს და აშშ-ის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს. შავი სიის სათავეში მოექცა ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თუმცა აშშ-ის ლიდერთან დაკავშირებით კომიკური სიტუაცია შეიქმნა, რუსეთში დაავიწყდათ მისი სახელისთვის მიეწერათ ჯუნიორი და გამოვიდა ისე, რომ დაუწესეს სანქციები ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას. რაც შეეხება სხვა პირებს თეთრი სახლის პრესმდივანი ამბობს, რომ მათ რუსეთში არც ანგარიშები აქვთ და არც ტურისტულად ჩასვლას გეგმავენ იქ.

აშშ-ში განცხადებები გაკეთდა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად საჰაერო სივრცის დაკეტვა არ იგეგმება, რადგან ამან შესაძლოა კონფლიქტის გაფართოება და ომში ამერიკის ჩართვა გამოიწვიოს. თუმცა როგორც აშშ-ის ელჩი ნატოში, ასევე თეთრი სახლის წარმომადგენელიც აცხადებენ, რომ აშშ უკრაინის დახმარებას კვლავ განაგრძობს.

 

დღის ამბები