16 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
"მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული" - პოდოლიაკი ნეიტრალიტეტის შესახებ რუსეთის განცხადებებს პასუხობს

უკრაინა ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ ვერსიას იურიდიულად დამოწმებულს და არაპროტოკოლური უსაფრთხოების გარანტიებით. ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართულმა უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა დარჩნენ მოლაპარაკებების პროცესში ინიციატორებად.  აქედან გამომდინარეობს საუბარი ნეიტრალიტეტის შვედურ ან ავსტრიულ მოდელებზე, მაგრამ უკრაინა ახლა პირდაპირ ომშია რუსეთის ფედერაციასთან. ამიტომ, მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ "უკრაინული" და ეფუძნებოდეს უსაფრთხოების იურიდიულად გამართულ გარანტიებს," - განაცხადა პოდოლიაკმა. 

აქვე, მან აღნიშნა, რომ უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ფრთოსანი რაკეტებისგან ცის დახურვის ან არ დახურვის საშუალებას იძლევა.

"ჩვენ გვჭირდება პირდაპირი გარანტიები იმისა, რომ ცა აუცილებლად დაიხურება“ - განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები