19 მაისი 2024,   07:17
ვრცლად
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში დღეს გაიმართება

უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში დღეს გაიმართება.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული მხარის დელეგაცია უკვე სტამბოლშია, ცოტა ხნის წი,ნ თურქეთში ჩაფრინდა უკრაინული შემადგენლობაც. "უკრაინსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ომის პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე.

დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი უკვე გაიმართა ბელარუსში, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ონლაინ-დისკუსიებიც. უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი, ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს, პირისპირ შეხვედრამდე თავადაც გაესაუბრება. 

დღის ამბები