26 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
"ქართული ოცნების" კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე 70%-იანი მხარდაჭერით, 3 ათასი ხმით ლიდერობს - თორნიკე რიჟვაძე

ბათუმში ჩატარებული შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, პირველი განცხადება უკვე გაკეთდა "ქართული ოცნების" შტაბში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უმრავლესობის კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე 70%-იანი მხარდაჭერით, 3 ათასი ხმით ლიდერობს.

"დღეს ბათუმში გაიმართე მე-4 სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები, რომლითაც წყდებოდა ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის ბედი და უკვე 9 უბნის მონაცემებით ჩვენი კანდიდატი თამაზ ჯინჭარაძე დამაჯერებლად ლიდერობს, დაახლოებით 70%-ით, 3000 ხმით. ჩვენი პარტიის წარმომადგენელი კანდიდატი 9 უბნის მონაცემებით ამარცხებს „ნაც მოძრაობის“ კანდიდატს. ცესკოს საბოლოო მონაცემებიც დაახლოებით მსგავსი იქნება. მურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას ბათუმელებს, ყველა იმ მხარდამჭერს, ყველა ამომრჩეველს, რომელმაც არ დაიზარდა და მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატს და ჩვენს გუნდს. როგორც დაანონსებული იყო ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსების არჩევნები, მართლაც ღირსებამ გაიმარჯვა. ჩვენ ამ ძალიან დიდი უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი საქმეებით მათი პრობლემების გადაჭრით აუცილებლად დავუბრუნებთ. ეს მხარდაჭერა არის "ქართული ოცნების" მშვიდობიანი, ეროვნული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგი რასაც შესაბამისი შეფასება აქვს ქართულ საზოგადოებაში,"- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. 

განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში. 

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ჩატარდა. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძოდა.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ჩატარდა.

დღის ამბები