14 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
მათ არაფერი აქვთ საერთო კიევის რუსეთთან, ურდო მოვიდა ჩვენს მიწაზე - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის 50-ე დღე შეაჯამა

ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ კი უკვე 50 დღეა, ვიბრძვით - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ომის 50-ე დღის შემაჯამებელ მიმართვაში.

მისი თქმით, რუსეთმა ვერ მიიღო სათანადო პასუხი მსოფლიოსგან 2014 წელს, რის გამოც მოსკოვმა უკრაინაში ხელახლა შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყება გაბედა.

ზელენსკი ამბობს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო კიევის რუსეთთან, რომელთან კავშირზეც თანამედროვე რუსეთი ოდესღაც აცხადებდა პრეტენზიას. სხვა შემთხვევაში უკრაინის მთავარსარდლის თქმით კიევის რუსეთი საკუთარ თავს არ გაანადგურებდა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ და ამბობს, რომ ამ ომის 50 დღეში უკრაინა გახდა მთელი თავისუფალი სამყაროს გმირი.

"რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს არ დაუწყია. რუსული ჯარები ჩვენთან ჯერ კიდევ 2014 წელს მოვიდნენ. მათ დაიკავეს ჩვენი ყირიმი და ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს. მათ შავი და აზოვის ზღვები პლანეტაზე ყველაზე სახიფათო ზღვებად გადააქციეს. მათ საშინელი და აბსოლუტურად ცინიკური ომი დაიწყეს ჩვენს დონბასში. ისინი რვა წელია ხოცავენ ჩვენს ხალხს. ამ პერიოდში 14 000 ადამიანი დაიღუპა.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის 50 დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ აჩვენა, რომ მათი მთავარი სამიზნე დონბასია. რუსეთს პირველ რიგში დონბასის განადგურება უნდა. რუსი სამხედროები ლუჰანსკსა და დონეცკს ანადგურებენ ისე, თითქოს უნდათ ადამიანები აღარ დარჩნენ და მხოლოდ ქვები დარჩეს.
მათ ძალდატანებით მიჰყავთ დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლები არმიაში. ისინი მათ უმძიმეს ბრძოლებში აგზავნიან, პირდაპირ ჩვენი თავდაცვის ფრონტზე. ისინი ანადგურებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რაც რვაწლიან ომს გადაურჩა.

მათ არაფერი აქვთ საერთო კიევის რუსეთთან, რომელთან კავშირზეც თანამედროვე რუსეთი ოდესღაც აცხადებდა პრეტენზიას. კიევის რუსეთი საკუთარ თავს არ გაანადგურებდა. ამას აკეთებდნენ უცხო ტომელები, ეს იყო ურდო და სხვა დამპყრობლები. მოვიდა დღეს ჩვენს მიწაზე და ომობს მხოლოდ ძარცვისა და აბუჩად აგდებისთვის.

მახსოვს რუსეთის ფედერაციის შემოჭრის პირველი დღე. მახსოვს, რა მითხრეს 24 თებერვალს, მსოფლიოს ძლიერმა პირებმა. რბილად რომ ვთქვათ, არავინ იყო დარწმუნებული, რომ ამას გავუძლებდით. ყველა თანაგვიგრძნობდა. ბევრმა მათგანმა მირჩია ქვეყნის დატოვება. მირჩია, რომ დავნებებოდი ტირანიას.
მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობდნენ, არ იცოდნენ, რამდენად მამაცები ვართ უკრაინელები, როგორ ვაფასებთ თავისუფლებას, შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს. და არა იმ ხალხს, რომელთა არმია იპარავს თუნდაც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

ამ ომის 50 დღეში უკრაინა გახდა მთელი თავისუფალი სამყაროს გმირი. მათთვის, ვინც არის იმდენად გამბედავი, რომ ყველაფერს თავისი სახელი უწოდოს" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები