19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
რა შეზღუდვები დაუწესა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე რუსეთს - რა წერია ვრცელ სიაში, რომელსაც საგარეო საქმეთა კომიტეტი პარლამენტს წარუდგენს

რა შეზღუდვები დაუწესა საქართველომ 2008 წლიდან დღემდე რუსეთს - ვრცელ სიას საგარეო საქმეთა კომიტეტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებების პასუხად გასცა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ წლებია რუსეთში არ გზავნიან დიპლომატებს, არ არის საჰაერო მიმოსვლა და არსებობს ბევრი ეკონომიკური ფაქტორიც, რაც ვრცლად იქნება წარმოდგენილი შესაბამის დოკუმენტში.

"ქვეყნები, რომლებიც სანქციებს ითხოვენ და შეუერთდნენ, საქართველო უკვე დიდი ხანია ამ სანქციების ნაწილი იყო. ეს არის ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობების არქონა რუსეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთმიმოსვლა... დიდი სიაა, რომელიც დაიდება და სადაც ასახულია, კონკრეტულად არ მიმართულებით აქვს ჩაკეტილი საქართველოს გზა რუსეთთან,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი.

დღის ამბები