19 მაისი 2024,   04:14
ვრცლად
სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას, ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ უწყებას არ ენდობიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ უწყებას არ ენდობიან. მათი თქმით ანგარიშში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველოსათვის მთავარ გამოწვევად, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები რჩება.

"იმისათვის, რომ სუს-ის ეს ანგარიში რეალურად შევაფასოთ, მაშინ სუს-ს უნდა ენდობოდე. პირადად მე მგონია, რომ სუს-ის მეტწილად პოლიტიკური პოლიციის ფუნქციით არის დაკავებული, ხოლო ეს ანგარიში უბრალოდ მოქალაქეების საჩვენებლად არის გაკეთებული. მაგალითად, წამლად არ გვინახავს ერთი დაჭერილი ვინმე უცხო ქვეყნის აგენტი ბოლო წლების მანძილზე, არაფერი გაგვიგია იმ გავრცელებულ უამრავ მოსმენებზე,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო.

შეგახსენებთ, სუს-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ძირითად საფრთხეს, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

დღის ამბები