19 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - სამიზნე "მაინინგში" ჩართული სუბიექტები იქნებიან

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის სანქციების ახალი პაკეტი - ამჯერად სანქციების სამიზნე რუსეთის მთავარი კომერციული ბანკი, 40-ზე მეტი ფიზიკური პირი და სუბიექტი გახდა, რომელსაც რუსი ოლიგარქი, კონსტანტინე მალოფეევი ხელმძღვანელობს.

ამერიკის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციების სამიზნე იქნებიან "კომპანიები, რომლებიც რუსეთის ვირტუალურ ვალუტის "მაინინგ" ინდუსტრიაში მუშაობენ და გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში სიდიდით მესამეა". CNN-ის ცნობით კი სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით სავიზო შეზღუდვებს აწესებს რუსეთის 635 მოქალაქეზე.

 

დღის ამბები