28 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი სისხლისმღვრელი ომი შეიძლება, უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ასეთი სცენარი აბსულუტურად გამორიცხულია

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, სისხლის მღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის რაც აუცილებლად უნდა გამოირიცხოს.  

ამით ირაკლი კობახიძე არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტის ოფისი მრჩეველმა ამერიკის "ხმასთან ინტერვიუში" განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ახლა შესაძლებლობა დაიბრუნოს აფხაზეთი, რადგან იქ რუსული ჯარი აღარ დარჩა. 

"ჯერ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობაა" ის ძალა, რომელიც ომში შეიყვანდა საქართველოს- ეს არესტოვიჩმა განაცხადა. შესაბამისად ეს არის, რა თქმა უნდა, ოფიციალური კიევის პირით განცხადებული პოზიცია. ამაში ვეთანხმებით, რომ ნაცმოძრაობა არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა, კონკრეტულად არესტოვიჩის პირით და ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება, რომ საქართველო უნდა იბრუნებდეს ომით, ცხინვალსა და სოხუმს.

აქ ორი რამეა მნიშვნელოვანი: ერთი- ზოგადად რა შედეგებს მოუტანს თეორიულად ნებისმიერი ომი საქართველოს, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი და ეს შედეგები იქნება ბევრად უფრო მძიმე ვიდრე დღეს აქვს უკრაინას. მეორე, როდესაც საუბარია სამხედრო გზით ცხინვალის დაბრუნებაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება ასეთ შემთხვევაში შენ გიწევს ბრძოლა არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ შენ გიწევს სისხლის მღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ ჩვენ გვქონდა, პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღოდა ამას წინ.

უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო, ასეთი რამ გვქონდა ჩვენ 30 წლის წინ. 30 წლის თავზე ჩვენ იმავეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული, ჩვენი ისტორიის წინაშე, ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე. ახალი სისხლის მღვრელი ომი ქართველებს,აფხაზებს, ოსებს შორის არის ის რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის "ამერიკის ხმასთან" მიცემული ინტერვიუ პირველი არ ყოფილა, სადაც ოლექსეი არესტოვიჩმა საქართველოზე ისაუბრა. ჯერი კიდევ რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს ომის ადამიანები არ არიან და რომ მსგავს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი მიიღებდა. სწორედ სააკაშვილს და საქართველოში მის ჩამოსვლას უკავშირებს პრემიერ-მინისტრი მეორე ფრონტის გახსნის მიზანს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მალევე, პირველი, ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს კიევს თავდაცვაში დაეხმარება - ოლექსეი დანილოვი იყო - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი. მას შემდეგ მსგავსი მოწოდება უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან არაერთხელ გაჟღერდა.

 

 

 

 

 

დღის ამბები