20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ქვეყანაში ფქვილის და ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - ოთარ შამუგია

მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ხორბლის მარაგი იყო, პრემიერის თქმით, საკითხზე ბოლო დროს გავრცელებული ხმები ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განმარტებით კი, შეფერხება ხორბლით მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, არის რეალურად მოწოდებაში ცვლილება და ეს გამოწვეულია ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით.

"აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფქვილის მოწოდების მხრივ და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ხორბლის შემოტანისა და მომარაგების საკითხებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია დარგთან, არა ერთი შეხვედრა გვქონდა და ვისაუბრეთ გადაწყვეტის გზებზე, თუმცა ის შემოთავაზებები, რაც იყო გაკეთებული, ვფიქრობთ, რომ არ არის მისაღები, ვინაიდან ეს ცალსახად გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს პურის ფასში. აქედან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ, როგორც თქვენთვის ცნობილია, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების და ხორბლის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საკითხის დარეგულირებაზე ვფიქრობთ, რომ კიდევ არის სამუშაო," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი სხდომაზე აღნიშნა, რომ ხორბალთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნური და პოლიტიზირებული იყო. 

დღის ამბები