20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ქუჩაში არ უნდა გაჩერდეს ეს დუღილის ტემპერატურა" - ენმ-ს წევრი ლევან სანიკიძე ოპოზიციის გეგმებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობი" წევრი ლევან სანიკიძე "დღის კურიერის" ეთერში ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს.

"გეგმა არის ზუსტად იგივე პრინციპების მატარებელი. პირველი არის ის, რომ არ მოხდეს საერთაშორისო მასშტაბით 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაიმე სახის ლეგიტიმაციის მიცემა და ჩვენ ვხედავთ დასავლეთის მხრიდან მკაცრს მიდგომებს. 

მეორე, ეს არის, რომ ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ შევიდეს პარლამენტში და მესამე - ქუჩაში არ უნდა გაჩერდეს ეს დუღილის ტემპერატურა. 

ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პიკური დღე, როდესაც პროტესტის მაქსიმალური დონე უნდა გამოვლინდეს, ეს არის 25 ნოემბერი, პარლამენტის უფლებამოსილების დღე. იქამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ოპოზიცის მხრიდან შესაბამისი გეგმის შესახებ გახდება ინფორმაცია ცნობილი.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იქამდე განცხადებები და პროტესტი ემსახურება ერთ რამეს, "ქართული ოცნების" დემონტაჟს, რომლის პირველი თარიღიც არის 25 ნომებერი. 

ჩვენ 89 დეპუტატს, რომლებსაც არალეგიტიმურად აქვს ის მანდატი მიღებული, არ უნდა მივცეთ საშუალება ამ ქვეყანაში კიდევ უფრო ღრმა კრიზისი შექმნან", - აცხადებს ლევან სანიკიძე.

დღის ამბები