03 ოქტომბერი 2024,   19:27
ვრცლად
ხელვაჩაურში მდინარე ჭოროხმა 40 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ხელვაჩაურში მდინარე ჭოროხმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. 40 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

გუშინ 24 სექტემბერს ქობულეთის სანაპიროდან ზღვაში დაკარგული მამაკაცის ცხედრის პოვნა კი ამ დრომდე არ ხერხდება. სამაშველო სამსახურის ცნობით, 30 მაშველი აკვირდება ზღვის ზედაპირს და საშტორმო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ზღვაში სამძებრო ღონისძიებები დაიწყება.

აჭარის მთავრობაში ისევ მუშაობს საგანგებო შტაბი. ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლებიდან სტიქიის გამო 19 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. აჭარის მაღალმთიანეთის რამდენიმე სოფელში გზები დაიმეწყრა.

დღის ამბები