სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს.
"ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს
ღმერთმა გაგახაროთ და დალოცოს თითოეული თქვენგანი!
ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო!" - აღნიშნულია ილია მეორის მისალოც წერილში.