ძლიერი ხანძარი ზაჰესში - ტერიტორიაზე ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. დამწვარია 6 ელექტროტრანსფორმატორი. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა 20 სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟი. ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.