19 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
ღირსების მარშს არ ვატარებთ, ეს წერია მკაფიოდ ჩვენს განცხადებაში - ანა სუბელიანი

"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, ანა სუბელიანი აცხადებს, რომ თბილისში ღირსების მარშის ჩატარება არ იგეგმება. 

"ღირსების მარშს არ ვატარებთ, ეს წერია მკაფიოდ ჩვენს განცხადებაში, ამას ვეუბნებით ყველას. დღეს ტვ პირველის სამ ჟურნალისტს ვესაუბრე, პროდიუსერს და ნოდარ მელაძესაც. დეტალებში განვიხილეთ ყველაფერი და პირობა მივიღე, რო დამაზიანებლად არ გაშუქდებოდა.

ამ დროს გამოდის ჟურნალისტი და ამბობს გამოთქმით და მკაფიოდ: "თბილისის ცენტრში ღირსების მარში ჩატარდება". რა არი ხალხო, მართლა უნდა ამოგვხოცონ? რა გავაკეთოთ, ამიხსენით ვინმემ, როგორღა გელაპარაკოთ მართლა!" - წერს "ფეისბუქზე" სუბელიანი. 

დღის ამბები