19 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ II - ის პლატინის იუბილეს აღნიშნავს

გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ II - ის პლატინის იუბილეს აღნიშნავს. ელისაბედი მილოცვებს მთელი მსოფლიოდან იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან.

ის პირველი ბრიტანელი მონარქია, რომელსაც სამეფო ტახტი 70 წელია უკავია. ამ მოვლენას დიდ ბრიტანეთში, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდნენ. დღეს,  კი დასკვნითი- ოთხ დღიანი ზეიმი დაიწყო. სასახლის ცნობით სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ღონისძიება და აქტივობაა დაგეგმილი.

ელისაბედ II ტახტზე 25 წლის ასაკში, მამის - მეფე ჯორჯ VI გარდაცვალების შემდეგ ავიდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს დედოფლის პირველი იუბილეა მისი მეუღლის, პრინც ფილიპის გარეშე, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.

დღის ამბები