15 ნოემბერი 2024,   17:06
ვრცლად
საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და ნატოს წევრობის შესახებ, სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ სლოვაკეთისგან მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე Twitter-ზე წერს.

"საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ნატოს წევრობის შესახებ, მხარდაჭერის გარანტია მივიღეთ სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლორენჩკისა და თავდაცვის/უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე კრუპისგან. ჩემს კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე. ასევე, შევთანხმდით, გავააქტიუროთ საპარლამენტო ურთიერთობები", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები