19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
უკრაინას ისრაელისგან "რკინის გუმბათის" შეძენა სურს - უკრაინის ელჩი ისრაელში

უკრაინას სურს ისრაელისგან შეიძინოს სარაკეტო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათი", რათა დაიცვას თავისი ქალაქები და სამხედრო ობიექტები რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან.  The Jerusalem Post - ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენ კორნიჩუკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ გვჭირდება ისრაელის დახმარება. ვგულისხმობ, გვჭირდება სამხედრო ტექნიკური მხარდაჭერა -  ჩვენ გვჭირდება "რკინის გუმბათი", რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე, რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან გადაარჩენს ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ არ გვჭირდება შემოწირულობა, გვინდა ვიყიდოთ", - განაცხადა კორნიჩუკმა.

The Jerusalem Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელმა გაყიდოს "რკინის გუმბათი" ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმებისა და თავდაცვითი საქონლის ექსპორტის წესების გამო.

დღის ამბები