15 ნოემბერი 2024,   17:09
ვრცლად
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა - სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა 

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სკვერების კეთილმოწყობა უკვე გათვალისწინებულია. ადგილობრივებმა დაპირება ქალაქის მერისგან პირადად მიიღეს. პროექტის დასრულების შემდეგ, უბანს განახლებული რეკრეაციული სივრცე ექნება.

ადგილობრივებთან ერთად, პირადად დაათვალიერა რეაბილიტაციის პროექტის უკვე დასრულებული პირველი ეტაპი კახა კალაძემ. ქეთევან დედოფლის გამზირზე, 4 თვიანი პაუზის შემდეგ სამანქანე მოძრაობაც აღდგა.

მეორე ეტაპი თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე მონაკვეთის განახლებას გულისხმობს. ამ ტერიტორიაზეც ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება. მესამე ეტაპი კი, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაცია იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სამუშაოების პროცესში ასფალტის კონსტრუქციის ფენების რაოდენობა გაიზარდა, კონტრაქტორი კომპანია დაგეგმილ სამუშაოებს პროექტით გაწერილ ვადებში ასრულებს.

ავლაბრის განახლებული მთავარი გამზირი, შეცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, მოწყობილი ბორდიურებით, გარე განათების განახლებული ბოძებით, ახალი საგზაო ნიშნებით, მიწისქვეშა ნაგვის ურნებით და სამფენიანი ასფალტის საფარით, დასრულებული სახით დედაქალაქს შემოდგომის ბოლოს ექნება.

დღის ამბები