15 ნოემბერი 2024,   17:10
ვრცლად
მოვუწოდებ პრეზიდენტს, 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით - ხატია დეკანოიძე

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოს შესახებ ასეთი მწვავე მოსმენები ევროპარლამენტში არ ყოფილა და ამიტომ, პრეზიდენტს მოუწოდებს, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშიკრებით გადაწყვეტილება 24 ივნისამდე მიიღო. 

"ეს 2 კვირა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი. ეს 2 კვირა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და ამისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე მას მოვუწოდებ, 24 ივნისამდე მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია კრიტიკის მოუხედავად, იმედოვნებს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

"ლელოს" წევრს, დავით უსუფაშვილს კი მიაჩნია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება, ეფექტური ნაბიჯი იქნება.

დღის ამბები